Home » მსოფლიო » რატომ არ დაფიქსირებულა კორონავირუსი ამ დრომდე თურქეთში – ექსპერტები საუბრობენ, თუ რა არის ამის მიზეზი

რატომ არ დაფიქსირებულა კორონავირუსი ამ დრომდე თურქეთში – ექსპერტები საუბრობენ, თუ რა არის ამის მიზეზი

მსოფლიო  კორონავირუსს უკვე მესამე თვეა ვერ ამარცხებს. ახალ ვირუსთან მედიცინა, ჯერჯერობით, უძლურია.

არსებული ინფორმაციით, დაავადების გავრცელების დინამიკამ  ჩინეთში იკლო, რასაც ვერ ვიტყვით მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე.

ევროპაში ტურისტებისთვის საყვარელი ქალაქები დაცარიელდა.

ყველაზე ნათლად კორონავირუსის კვალი იტალიას დაეტყო.

იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით ევ­რო­პის ქვეყ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. ქვეყნის ხელისუფლებამ ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ო­ნი­სა და კი­დევ 14 პრო­ვინ­ცი­ის ჩა­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 16 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა. კა­რან­ტინ­შია ტუ­რის­ტე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი და აქამ­დე ყო­ველ­თვის ხალ­ხმრა­ვა­ლი ქა­ლა­ქე­ბი – მი­ლა­ნი და ვე­ნე­ცია.

ჯერჯერობით, კორონავირუსი არ დაფიქსირებულა ჩვენს მეზობელ თურქეთში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობა 80 მილიონს შეადგენს.

ექსპერტები საუბრობენ, თუ რა გახდა ამის მიზეზი.

როგორც ამბობენ, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ საკმაოდ ოპერატიულად იმოქმედა. აეროპორტებში თერმული მონიტორები განათავსა და ირანთან და ერაყთან საზღვრებზე ააშენა ე.წ. საველე საავადმყოფოები. ამ ქვეყნებიდან შემოსული ადამიანები მაქსიმალურად კონტროლდებოდნენ. თურქეთს მიმართა არაერთმა წამყვანმა სახელმწიფომ, მათ შორის იტალიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვდნენ ტესტ აპარატებს, რომელსაც თურქეთი კორონავირუსის დასადგენად იყენებს.

ეს ტესტები 90-იდან 120 წუთამდე დროში ადგენს აქვს თუ არა ადამიანს კორონავირუსი.

მსოფლიოს ქვეყნები არაერთ რეკომენდაციას ელიან თურქეთისგან.

წყარო: Fortuna.ge

Share