Home » საზოგადოება » რას ითვალისწინებს მთავრობის 2 მილიარდიანი საგანგებო გეგმა

რას ითვალისწინებს მთავრობის 2 მილიარდიანი საგანგებო გეგმა

ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი, სოციალურ ქსლეში იმ ღონისძიებების ჩამონათვალზე წერს, რომელიც ხელისუფლებამ კონორონავირუსისგან მომდინარე ფინანსური ზიანის შესამცირებლად და მოქალაქეების დასახმარებლად შეიმუშავა.

“ვირუსის შეკავების თვალსაზრისით, ხელისუფლებამ ყველა ნაბიჯი გადადგა. ამ მხრივ, ჩვენ, სამაგალითოები ვართ, რასაც, სხვათა შორის, შესაბამისი სტატისტიკა ადასტურებს.

გარდა უშუალოდ ჯანდაცვის კუთხით არსებული ვითარებისა, ბუნებრივია, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა სოციალურ-ეკონომიკური საკითხებია.

ამ ფონზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მოქნილი, კარგად გააზრებული და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა. შესაბამისად, მთავრობას უკვე დაწყებული აქვს იმ ღონისძიებების გატარება, რაც ეკონომიკას დიდი დანაკარგების გარეშე შეინარჩუნებს.

გატარებული ღონისძიებები

1 – დამატებით 2 მილიარდი ლარი ეკონომიკის სტიმულირებისთვის;

2 – მცირე სასტუმროების სესხის %-ის სუბსიდირება:

3 – ტურისტულ სექტორში ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადავადება:

4 – ბიზნესში დაგეგმილზე დამატებით 600 მლნ. ლარი დღგ დაბრუნება;

5 – ბანკის სესხების რესტრუქტურიზაცია იურიდიული პირებისთვის;

6 – ფიზიკური პირებისთვის ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სესხების გადავადება:

7 – კაპიტალური პროექტების დაფინანსების ზრდა დამატებით 300 მლნ. ლარით;

8 – სასურსათო პროდუქციის ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა:

9 – კომუნალური გადასახადების სუბსიდირება (ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით 1 მლნ 200 ათასი ოჯახი, ბუნებრივი გაზის გადასახადზე – 671 ათასი)

10 – ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების გადასახადის გადავადება:

ამ ეტაპზე ეკონომიკური სტიმულირების თვალსაზრისით, ხელისუფლებამ გადადგა ყველა შესაძლო ნაბიჯი, რასაც არსებული რესურსები იძლეოდა და, რა თქმა უნდა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, როდესაც ვირუსის გავრცელების საფრთხე იკლებს და მთელი კონცენტრაცია მხოლოდ ეკონომიკაზე გადავა, გაცილებით მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმება.

ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ის ეკონომიკური ზიანი რაც ქვეყანას მიადგება, დაკავშირებულია მოქალაქეებზე ზრუნვასა და მათ ჯანმრთელობის დაცვასთან. მთავრობა დადგა არჩევანის წინაშე – მოქალაქეების ჯანმრთელობა, თუ ეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება. რასაკვირველია, არჩევანი გაკეთდა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე იმდენად, რამდენადაც ადამიანის სიცოცხლე ყველაზე დიდი ღირებულებაა, რომლის შეფასება უბრალოდ შეუძლებელია.

უნდა ითქვას, რომ გარდა პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისა, რომლებიც ზედაპირულად მსჯელობის ყველა რეკორდს ხსნიან, ყველა თანხმდება იმაზე, რომ მთავრობა თავის ნაბიჯებში თანმიმდევრულია. ეს ასეა და, რა თქმა უნდა, აუდგილო, ზერელე და უაზრო კრიტიკა ამას ვერ შეცვლის”, – წერს გვიდიანი სოციალურ ქსელში.

Share