Home » მსოფლიო » რამზან კადიროვის გამოსახულებით ფოტოკოლაჟის დამზადებისა და გავრცელების გამო, ჩეჩნეთში 25 ადამიანი დააკავეს

რამზან კადიროვის გამოსახულებით ფოტოკოლაჟის დამზადებისა და გავრცელების გამო, ჩეჩნეთში 25 ადამიანი დააკავეს

ჩეჩნეთში რამზან კადიროვის გამოსახულებით ფოტოკოლაჟის დამზადებისა და გავრცელების გამო, 25 ადამიანი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „კავკაზ.რეალიი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებულ ფოტოკოლაჟში ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს მართლმადიდებელი ღვთისმსახურის სამოსი აცვია.

მედიასაშუალების ცნობით, დაკავებები 24 იანვარს რამდენიმე დასახლებულ პუნქტში განხორციელდა.

ამასთან, დაკავებულებს შორის სკოლის ასაკის მოზარდები არიან, ასევე ერთ-ერთი პირი 62 წლის მამაკაცია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულები ნაცემები არიან.

1tv.ge

Share