Home » საზოგადოება » რამდენ ხანს ცოცხლობს მობილური ტელეფონის ეკრანზე კორონავირუსი

რამდენ ხანს ცოცხლობს მობილური ტელეფონის ეკრანზე კორონავირუსი

ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, მობილური ტელეფონის ეკრანზე კორონავირუსი 4 დღის განმავლობაში ცოცხლობს, შესაბამისად, მისი გავრცელება დაინფიცირებულ ადამიანთან უშუალო კონტაქტის გარეშეცაა შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Quartz-ი ავრცელებს.

ტენესის უნივერსიტეტის იმუნოლოგის, რუდრა ჩანაპანავარას განცხადებით, შუშის ზედაპირზე კორონავირუსი 96 საათი ცოცხლობს, სმარტფონების ეკრანები კი სწორედ შუშისგანაა დამზადებული. იმუნოლოგის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მობილური ტელეფონის ეკრანი სპეციალური ხელსახოცით უნდა გაიწმინდოს.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.

imedinews.ge

Share