Home » საზოგადოება » რაზეა დამოკიდებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა – ხათუნა ზახაშვილის განმარტება

რაზეა დამოკიდებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა – ხათუნა ზახაშვილის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა​ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მან „ღია ეთერში“ განაცხადა.

„მაშინ როდესაც სხვა დანარჩენი ბიზნესი გაიხსნება, ადამიანების აქტივობები მოიმატებს თუ ავადობის მაჩვენებელი იგივე ნიშნულზე დარჩება და ეს დაავადების რაოდენობის მატებისთვის იმპულსი არ იქნება, მაშინ რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად სატრანსპორტო საშუალებების ამუშავებაც დაშვებული იქნება. 3-ზე მეტი ადამიანის ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას, ესეც არის ადამიანთა გადაადგილების შენელების შეზღუდვის ერთ-ერთი მექანიზმი და მისი არსებობა იგივე მიზანს ემსახურება, რომ ერთდროულად, ერთ სივრცეში ნაკლები ადამიანი გადაადგილდეს“, – აღნიშნა ზახაშვილმა.

Share