Home » მსოფლიო » ჟირინოვსკი: საჭიროა აკრძალული იყოს ღამურების და გარეული ცხოველების გაყიდვის შესახებ განცხადებები

ჟირინოვსკი: საჭიროა აკრძალული იყოს ღამურების და გარეული ცხოველების გაყიდვის შესახებ განცხადებები

„საჭიროა აკრძალული იყოს ღამურების და გარეული ცხოველებისა და ფრინველების გაყიდვის შესახებ განცხადებები“, – ამის შესახებ რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი „ტვიტერზე“ წერს.

„საჭიროა აკრძალული იყოს ღამურების და გარეული ცხოველებისა და ფრინველების გაყიდვის შესახებ განცხადებები.

შეაჩერეთ ბაზრებში მათი გაყიდვა და ურჩიეთ მოქალაქეებს, ნუ იყოლიებენ სახლში ცხოველებს.

ეს არის პრევენციული ღონისძიება, ისეთი დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა კორონავირუსი და სხვა ინფექციები“, – წერს ჟირინოვსკი.

Share