Home » მსოფლიო » პუტინი – ჩვენ, მზად უნდა ვიყოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის

პუტინი – ჩვენ, მზად უნდა ვიყოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ “მზად იყვნენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისათვის”, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.

სევასტოპოლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ რაზვოჟაევმა პრეზიდენტს განუცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით ქალაქში ვირუსით დაავადებული 77 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში, ხოლო 8 ინფექციური დაავადებების საავადმყოფოში.

”ჯერჯერობით არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მიმდინარეობს გადამოწმება,” – დასძინა რაზვოჟაევმა.

”ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, ასე რომ თქვენ ყველაფერს კარგად აკეთებთ”, – განაცხადა პუტინმა რაზვოაჟევის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 210 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, დაიღუპა დაახლოებით 8,5 ათასი ადამიანი. რუსეთში რეგისტრირებულია ინფიცირების 147 შემთხვევა.

რუსეთის ფედერაციაში ვითარების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შექმნილია ვებგვერდი stopkoronavirus.ru

ინფორმაციას ამის შესახებ tass.ru ავრცელებს.

გიორგი არაბული

Share