Home » მსოფლიო » პუტინი – რუსეთში დამზადებულმა სუპერ იარაღმა რუსეთი საბჭოთა კავშირზე ძლიერი გახადა

პუტინი – რუსეთში დამზადებულმა სუპერ იარაღმა რუსეთი საბჭოთა კავშირზე ძლიერი გახადა

„რაკეტების უახლოესი განვითარებისა და ატომური იარაღის დამსახურებით, პირველად ისტორიაში, რუსეთი აღმოჩნდა უნიკალურ მდგომარეობაში, ისეთში, როგორშიც არ ყოფილა საბჭოთა კავშირიც კი“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტნმა თავდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭოთა კავშირი და შემდგომში რუსეთი, ყოველთვის იყო მდევრის როლში.

„ატომური ბომბა შექმნეს აშშ-ში და საბჭოთა კავშირი მდევრის როლში იყო. ჩვენ ასევე არ გვქონდა ბირთვული იარაღისმიწოდების მექანიზმები. არ გვქონდა სტრატეგიული ავიაცია. ფაქტობრივად, საკონტინენტთაშორისო რაკეტები ჩვენთან არ შექმნილა. საბჭოთა კავშირი ყოველთვის ჩამორჩებოდა.

დღეს უკვე უახლოეს ისტორიაში უნიკალური შემთხვევა გვაქვს – დაგვეწიონ ჩვენ. არც ერთ ქვეყანაში არ არის ჰიპერაქტიური ხმოვანი იარაღი, მით უმეტეს საკონტინენტთაშორისო მანძლის“,- აღნიშნა პუტინმა.

ინფორმაციას ამის შესახებ Finanz.ru ავრცელებს.

სანდრო პირველი

Share