Home » მსოფლიო » პუტინი – ნუ დაუჯერებთ ყალბ ცნობებს რუსეთში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებზე

პუტინი – ნუ დაუჯერებთ ყალბ ცნობებს რუსეთში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებზე

“ინფორმაციას ვირუსის გავრცელებაზე, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო უწყებები ავრცელებენ, ობიექტურია და ნუ დაუჯერებთ “ფეიკ” ცნობებს”, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

“ინფორმაციას ვირუსის გავრცელებაზე, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო უწყებები ავრცელებენ, ობიექტურია და ნუ დაუჯერებთ “ფეიკ” ცნობებს. ვიღაც ამას გაუთვიცნობიერებლად აკეთებს, ხოლო ვიღაცები სპეციალურად, რომ უნდობლობა ჩამოაყალიბოს რაიონულ, ფედერაციულ და მუნიციპალურ დონეზე”, – აცხადებს პუტინი.

პუტინი ირწმუნება, რომ ხელისუფლება არ მალავდა და არ მალავს ჭეშმარიტ ინფორმაციას ქვეყანაში კოროვირუსის გავრცელების მასშტაბის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია კონტროლის ქვეშაა და დასძინა, რომ რუსეთი გააძლიერებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას, რადგან მისივე თქმით , “მათი ხალხი ყველგან მოგზაურობს”.

ინფორმაციას ამის შესახებ tass.ru ავრცელებს.

სანდრო პირველი

Share