Home » მსოფლიო » პუტინთან მოლაპარაკებების შემდგომ, ერდოღანი აშშ-ს სამხედრო დახმარებას სთხოვს

პუტინთან მოლაპარაკებების შემდგომ, ერდოღანი აშშ-ს სამხედრო დახმარებას სთხოვს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდგომ, აშშ-სგან სამხედრო დახმარებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შეშახებ Reuters-ი ავრცელებს.

ერდოღანმა დასძინა, რომ მას ვაშინგოტონისთვის აქამდეც შეეძლო დახმარების მოთხოვნა, რომ არ ყოფილიყო მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება. ამასთან, თურქული მხარე კვლავ მოელის, რომ ამერიკული მხარე მათ სარაკეტო საზენიტო სისტემებს მიაწვდის. საუბარია “პატრიოტზე”. ერდოღანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი კვლავ გამოიყენებს რუსულ C-400-ის სისტემებს “მიუხედავად ვაშინგტონის წინააღმდეგობისა”.

5 მარტს, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს იდლიბის სადეესკალაციო ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მოგვიანებით სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ის და თურქეთის სამხედროები არ დატოვებენ ქვეყანას, დამასკო მზად არის ძალის გამოსაყენებლად.

რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების დაწყების მიზეზი კი იდლიბში ვითარების გამწვავება გახდა, სადაც იანვარში დაიწყო სირიის არმიის მხრიდან ფართომასშტაბიანი შეტევა, რომლის შემდეგადაც სირიის მთავრობამ მოახერხე იდლიბის სადეესკალაზიო ზონის თითქმის სანახევროდ გაკონტროლება და ასევე იქ განთავსებული თურქული პუნქტებისაც.

სიტუაციის გამწვავების შემდეგ, თებერვალში 62 თურქი სამხედრო დაიღუპა, დაიჭრა თითქმის 100 ჯარისკაცი, განადგურდა რამდენიმე ათეული თურქული ჯავშანმანქანა და ათზე მეტი უპილოტო ხომალდი.

სანდრო პირველი

Share