Home » საზოგადოება » პროფკავშირების ინფორმაციით, ტვ „იბერიას” თანამშრომლებისათვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს

პროფკავშირების ინფორმაციით, ტვ „იბერიას” თანამშრომლებისათვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი 33 თანამშრომლის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე მოიგო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყოფილი თანამშრომლები ტელეკომპანიისგან კომპენსაციის გადახდას და ასევე ნამუშევარი 6 დღის ანაზღაურებას მოითხოვენ.

„დავა ერთი წელია გრძელდება. ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურიდან გაუფრთხილებლად 2018 წლის ოქტომბრის თვეში გაანთავისუფლეს. ტელეკომპანიისთვის დაკისრებულმა თანხამ 77 000,00 ლარი შეადგინა. „იბერიას“ ყოფილი 33 თანამშრომლის ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იცავს“, – ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share