Home » საზოგადოება » პროკურატურა კიდევ 1 მაღალჩინოსნის საქმეს სწავლობს

პროკურატურა კიდევ 1 მაღალჩინოსნის საქმეს სწავლობს

პროკურატურა კიდევ 1 მაღალჩინოსნის საქმეს სწავლობს

2019 წლის განმავლობაში შესამოწმებლად შერჩეულ 607 თანამდებობის პირიდან მონიტორინგი განხორციელდა 596 დეკლარაციაზე.

როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშშია მოცემული, შემოწმებული 596 დეკლარაციიდან პროკურატურაში გადაიგზავნა – 1 საქმე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არ კონკრეტდება, თუ რომელი თანამდებობის პირის მიერ გამოქვეყნებულ ქონებრივ დეკლარაციაში გამოიკვეთა ისეთი ნიშნები, რამაც საგამოძიებო უწყებისთვის მიმართვა გამოიწვია.

ამასთან, დადებითად შეფასდა 237 თანამდებობის პირის დეკლარაცია; დაჯარიმდა – 254; გაფრთხილდა – 75; სასამართლოს მიერ წარმოება შეჩერდა – 2 თანამდებობის პირზე და მონიტორინგი შეწყდა – 27 თანამდებობის პირზე, მიზეზს წარმოადგენდა კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები აღარ არიან ვალდებულნი შეავსონ დეკლარაცია, თუ თანამდებობის პირი გარდაიცვალა, ან თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადადგომიდან მისი დეკლარაციის შერჩევამდე გასულია ერთ წელზე მეტი ვადა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ქონებრივ დეკლარაციებში გამოვლენილი დარღვევების გამო 2017-2018 წლებში სამართალდამცავ ორგანოებს ჯამში, 8 პირის საქმე გადაეგზავნა. აქედან, პროკურატურამ 2017 წელს 7 პირის საქმის შესწავლა დაიწყო; თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროკურატურას არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია თუ რა ეტაპზეა და რამდენ ხანს გაგრძელდება ამ 7 პირის შესახებ დაწყებული საქმის მოკვლევა. 2018 წელს კი მხოლოდ 1 პირის საქმე გადაეგზავნა შესასწავლად.

ცნობისთვის, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება საქართველოში 2 800-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს. მათ შორის არიან: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საბჭოს წევრები და ა.შ.

BPN.GE

Share