Home » საზოგადოება » პროკრედიტ ჯგუფმა 2019 წლის ზემოქმედების ანგარიში და განახლებადი ენერგიის მიმართულებით შედეგები გამოაქვეყნა

პროკრედიტ ჯგუფმა 2019 წლის ზემოქმედების ანგარიში და განახლებადი ენერგიის მიმართულებით შედეგები გამოაქვეყნა

პროკრედიტ ჯგუფის  2019 წლის ზემოქმედების ანგარიში წარმოადგენს ყოვლისმომცველ დოკუმენტს, რომელშიც ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ მდგრადობასთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ გასულ წელს გატარებული ღონისძიებებია აღწერილი.  

კვარტლურ ანგარიშში მოცემულია პროკრედიტ ჯგუფის  მიერ რესურსების შიდა მოხმარების ოპტიმიზაციით განპირობებული CO2-ის გამოყოფის  შემცირების ტენდენციებიც. დოკუმენტშივე წარმოდგენილია პროკრედიტ ბანკი საქართველოს მიერ მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის კუთხით განხორციელებული ინიციატივები და შესრულებული სამუშაოები.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ პროკრედიტ ჯგუფმა,  მნიშვნელოვანი დრო დაუთმო 2019 წლის განმავლობაში თანამშრომლებისთვის სოციალულ-ეკოლოგიურ საკითხებზე ტრენინგებს ჩატარებას.

აღსანიშნავია, რომ პროკრედიტ ჯგუფის ზემოქმედების ანგარიში გლობალური ანგარიშგების ინიციატივის (GRI) სტანდარტების შესაბამისად არის შემუშავებული. ანგარიშში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  მდგრადი განვითარების 8 მიზანთან შესაბამისობა განხილულია, როგორც ფინანსური დაწესებულების მისიის/პასუხისმგებლობის ნაწილი, რაც ორგანიზაციის საქმიანობის ქვეყნებში სტაბილური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

დეტალურად პროკრედიტ ჯგუფის 2019 წლის ზემოქმედების ანგარიში და განახლებადი ენერგიის მიმართულებით  კვარტლური საინფორმაციო ბროშურა  შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

Share