Home » საზოგადოება » პროკრედიტ ბანკმა პლასტმასის ნარჩენების შემცირების კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა

პროკრედიტ ბანკმა პლასტმასის ნარჩენების შემცირების კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა

პროკრედიტ ბანკმა  პლასტმასის ნარჩენების შემცირების კვარტალური  ანგარიში გამოაქვეყნა

პროკრედიტ ბანკი საქართველო პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად რამდენიმე მიმართულებით  აქტიურად მუშაობს. ხუთ წელზე მეტია, რაც  ბანკში დანერგილია ნარჩენების მართვის პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც  პლასტმასის ნივთების დახარისხება ხორციელდება, ასევე  მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა შიდა მოხმარებაში მის ეტაპობრივად სრულ  ჩანაცვლებას.  აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მანძილზე ბანკში  250 კილოგრამამდე პლასტმასი შეგროვება  და შემდგომ ნარჩენების მართვის კომპანიას  გადაეცა.    გასული წლის  განმავლობაში ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა სემინარები, რომლებიც მოიცავდა  პლასტმასის წარმოშობის, შემადგენლობის, გამოყენების, ნარჩენებით დაბინძურების შედეგებისა და გამოსავლის გზების შესახებ  ინფორმაციას.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2019 წელს  პროკრედიტ ბანკი საქართველოსა და გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს   შორის ერთწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც კომპანიები მზადყოფნას გამოთქვამენ, ერთობლივი ძალისხმევით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვას და ამ სექტორის განვითარების ხელშეწყობას.

პროკრედიტ  ჯგუფის  მიერ პლასტმასის პირდაპირი და არაპირდაპირი გამოყენების შემცირების  პოლიტიკისა და სტრატეგიის,  ასევე განხორციელებული აქტივობების შესახებ  მოკლე ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ საინფორმაციო ბროშურაში.

Share