Home » საზოგადოება » პროკრედიტ ბანკი მსესხებლებისთვის შეღავათებს ინდივიდუალურად განიხილავს
ვაკეში "პროკრედიტ ბანკის" ახალი ფილიალი გაიხსნა

პროკრედიტ ბანკი მსესხებლებისთვის შეღავათებს ინდივიდუალურად განიხილავს

კორონავირუსის გავრცელების საფრთხისა და ბიზნესსექტორში მოსალოდნელი შეფერხებების მინიმიზების ამოცანიდან გამომდინარე პროკრედიტ ბანკი არსებულ ბიზნესსესხებზე შეღავათებს ინდივიდუალურად განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკრედიტ ბანკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„თქვენი და ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და ფინანსური კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პროკრედიტ ბანკი მზად არის, ფინანსური პრობლემების არსებობის შემთხვევაში, თითოეული მსესხებლის მდგომარეობა ინდივიდუალურად, დროულად განიხილოს და თქვენს გადახდისუნარიანობაზე მორგებული პირობები შემოგთავაზოთ, საჭირო პერიოდის მანძილზე (3 თვე , 6 თვე თუ მეტი). ბანკის მომსახურების პრინციპი დისტანციური არხების გამოყენებას გულისხმობს, რაც საშუალებას გვაძლევს, დღეს, ჩვეულ რეჟიმში განვაგრძოთ საქმიანობა და უზრუნველვყოთ თქვენი საბანკო საჭიროებები. ჩვენ გიქმნით დაცულ გარემოს ონლაინ სივრცეში, მომსახურების უწყვეტად მისაღებად. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: მეტი კომუნიკაცია ონლაინ! ვიზრუნოთ ერთმანეთზე!“, – აღნიშნულია პროკრედიტ ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share