Home » ფინანსები » პრემიერმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, 1200 ლარიანი დახმარებით ისარგებლონ იმ პირებმაც, რომლებსაც გასული წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში სისტემატური შემოსავალი უფიქსირდებოდათ

პრემიერმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, 1200 ლარიანი დახმარებით ისარგებლონ იმ პირებმაც, რომლებსაც გასული წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში სისტემატური შემოსავალი უფიქსირდებოდათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, დებულებაში შევიდეს შესწორება და 1200 ლარიანი დახმარებით ისარგებლონ იმ პირებმაც, რომლებსაც გასული წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სისტემატური შემოსავალი უფიქსირდებოდათ.

„აქ არის თემა, რომ ეს ადამიანები სეზონურად მუშაობენ და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ 1200 ლარიან დახმარებაზე, დებულებაში იყო გაწერილი, რომ პირველი კვარტლის სამი თვის განმავლობაში ოფიციალური ხელფასი თუ უფიქსირდებათ, მაშინ მივცემთ. სეზონი არ იყო და ამ ადამიანებს ხელფასი არ ჰქონდათ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრი მიიღებს დავალებას.

„აგერ არის ფინანსთა სამინისტრო, რომელიც მიიღებს დავალებას წინა წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თუ ვინმეს სისტემური, ოფიციალური შემოსავალი უფიქსირდება, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების ინტერესს ჩვენ გავითვალისწინებთ და ამ პირველი კვარტლის პრინციპს არ მივაქცევთ ყურადღებას და ამ ცვლილებას შევიტანთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Share