Home » მსოფლიო » პრეზიდენტ მაკრონის მთავარი გამოწვევა

პრეზიდენტ მაკრონის მთავარი გამოწვევა

საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი მაკრონი სერიოზული გამოწვევების და პრობლემების წინაშე დგას. გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაში ახალგაზრდებს უმუშევრობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვთ, საარჩევნო კამპანიის დროს ყველა კანდიდატი ამახვილებდა ყურადღებას ამ კონკრეტულ საკითხზე.

 2012 წელს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ფრანცუა ოლანდმა სიტყვით მიმართა ახალგაზრდებს და სწორედ ამ გამოსვლის შედეგი იყოს ის, რომ მან 65%-იანი მხარდაჭერა 24-25 წლის ადამიანებისგან მიიღო. გამარჯვების შემდეგ ამ კუთხით მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა და უკმაყოფილების ახალმა ტალღამ ისევ იჩინა თავი. ამჟამინდელი პრეზიდენტი მაკრონი, ახალგაზრდებს დაპირდა რომ სიტუაციას გამოასწორებდა, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან ახალგაზრდების მხრიდან ხმების ძალიან დაბალი მაჩვენებელი მიიღო.

მემარცხენე კანდიდატმა ჟან-ლუკ მელენხონმა 18-24 წლის ახალგაზრდებს შორის ბევრად მეტი ხმა მოიპოვა, ვიდრე კანდიდატმა ლე პენმა. კანდიდატი ლე პენის ეს დამარცხება გამოწვეული იყო მისი განცხადებებიდან ევროპის ზონიდან გამოსვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება არჩევნების მეორე რაუნდს, ლე პენმა 25-34 წლის ამომრცევლებისგან ხმების 40% მიიღო. აშშ-ში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალგაზრდებისგან ხმების 37% აიღო.

საფრანგეთში 18-24 წლის ახალგაზრდების მეოთხედი ნაწილ;ი უმუშევარია, რაც მთლიან უმუშევრობის დონეზე 2-ჯერ მეტია. საფრანგეთში განათლების სისტემასთან დაკავშირებითაც დიდ უკმაყოფილებას გამოხატავენ და ამბობენ, რომ სწორედ ამ სექტორში არსებული არასწორი სისტემა განაპირობებს ახალგაზრდების უმუშევრობის დაბალ დონეს. ქვეყანაში სოციალური მობილობის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა განვითარებული ქვეყნის მაჩვენებელი. სოციალური მობილობის ბარიერები, როგორც განათლების ისე შრომის ბაზარზე მაღალია, რაც ქვეყანას არ აძლევს სასუალებას სწორი მიმართულებით განვითარდეს.

Share