Home » მსოფლიო » პოლონეთი რუსულ გაზს ევროპისკენ მიმავალ გზაზე ახალ დარტყმას უმზადებს

პოლონეთი რუსულ გაზს ევროპისკენ მიმავალ გზაზე ახალ დარტყმას უმზადებს

პროექტ Nord Stream 2-ის წარუმატებლობის შემდგომ, რუსეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტისათვის განკვთვნული ერთ-ერთი მთავარი მილსადენის მომავალიც ბუნდოვანია. საუბარია რუსეთიდან პოლონეთის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტისათვის განკუთვნილ მილსადენზე.

როგორც სააგენტო Finanz.ru წერს, მიმდინარე წლის 17 მაისს ვადა ეწურება ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთიდან პოლონეთის გავლით ბუნებრივი აირის ექსპორტს ითვალისწინებს მილსადენ „იამალი-ევროპას“ საშუალებით. აღნიშნული მილსადენი ყოველწლიურად ტუმბავს 33 მილიარდ კუბურ მეტრს ბუნებრივ აირს, რომლის თითქმის მეხუთედითაც მარაგდება ევროპა.

მხარეებს შორის სატრანზიტო ხელშეკრუება 1991 წელს დაიდო, როდესაც „გაზპრომმა“ და პონოლურმა PGNiG-მა ერთობლივი კომპანია შექმნეს EuRoPol GAZ-ი და სადაც თითოეული მხარე 48%-ს ფლობდა.

ვარშავა აღნიშნული ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ გეგმავს. ამის შესახებ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გახდა ცნობილი პოლონეთის გაზის ტრანსმისიის სისტემის ოპერატორის,  Gaz System-სგან. დაგეგმილია მილსადენის სიმძლავრეების აქციების გაყიდვა აუქციონზე.

„ბლუმბერგის“ ანალიტიკოსის, ანა ბორისოვაც განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ „გაზპრომს“ ტრანზიტული ხარჯები გაეზრდება.

„აუქციონები, რომელიც ევროკავშირის რეგულაციბის მიხედვით ჩატარდება, შეცვლის მხარეებს შორის დიდი ხნის წინ გაფორმებულ კონტრაქტს“, – აცხადება ბორისოვა.

აღსანიშნავია, რომ მაისიდან პოლონეთში ახალი კანონი მოქმედებს, რომელიც ითვალისწინებს ტარიფის გაზრდას, უფრო კონკრეტულად კი სატრანზიტო შეთანხმებებიდან შემოსავლების ზრდას.

სატრანზიტო ტარიფის გაზრდა „გაზპრომის“ ბიუჯეტს სერიოზულად დაარტყამს, თანაც იმის ფონზე, რომ ბუნებრივ აირზე ფასები მცირდება.

გასულ კვირას, მესამე კვარტლის გაყიდვების ანგარიშში, „იამალი-ევროპის“ გაზსადენის სიმძლავრის მხოლოდ 80% გაიყიდა. მაისისა და ივნისის თვეებისთვის განსაზღვრულ შესასყიდ გაზზე აუქციონები ჯერ არ ჩატარებულა. პოლონური Gaz System ამ აუქციონების გამართვას მაისის თვის ბოლოსთვის გეგმავს.

პოლონეთი წელიწადში დაახლოებით 18 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. აქედან 10 მილიარდი რუსეთიდან გრძელვადიანი ხელშეკრულებით არის შეძენილი. კონტრაქტი 2022 წელს იწურება და ვარშავა მის გაგრძელებას აღარ აპირებს. რუსული გაზის ჩანაცვლებას ნორვეგიული გაზით გეგმავს და ასევე, თხევადი აირის იმპორტის საშუალებითაც. ამჟამად პოლონეთი, ბალტიის მილსადენის პროექტის ფარგლებში, სლოვაკეთთან, ლიტვასა და დანიასთან ერთად მილსადენებს აშენებს.  

შეგახსენებთ, რომ პროექტს Nord Stream 2-ს აშშ-ის სანქციები დაუწესდა და გერმანიის ენერგეტიკის ფედერალური სააგენტოსგანაც უარი ეთქვა, ევროკაშვირის მხრიდან ბუნებრივ აირზე განახლებული დირექტივების საფუძველზე.

სანდრო პირველი

Share