Home » მსოფლიო » პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა – სლოვენიის მთავრობამ ეპიდემია დასრულებულად გამოაცხადა

პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა – სლოვენიის მთავრობამ ეპიდემია დასრულებულად გამოაცხადა

ევროპის კონტინენტზე პირველი ქვეყანა, რომელიც ოფიციალური მონაცემების საფუძველზე აცხადებს, რომ დაამარცხა კოვიდ-19, სლოვენიაა. ახალ კორონავირუსზე ტესტირების შედეგები იუწყება, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სლოვენიაში ინფიცირებულთა რაოდენობა აღარ იზრდება – მხოლოდ 7 შემთვევა დღეში. ამის შესახებ სლოვენიის მთავრობა ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს.

ქვეყანა დადგენილი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას გეგმავს და ამავე დროს, ეპიდემიის გამო მოქალაქეებისათვის დაწესებული ფულადი დახმარებების გაცემას წყვეტს.

„სლოვენიამ პანდემია ორი თვის განმავლობაში დაამარცხა. ამჟამად, ევროპაში საუკეთესო სურათი გვაქვს”, – განაცხადა სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანსამ.

ორშაბათიდან ნაწილობრივ განახლდება სწავლა სკოლებში – მხოლოდ დაწყებითი სამი კლასის მოსწავლეებისთვის; ასევე გაიხსნება ყველა ტიპის მაღაზია, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და ის სასტუმროები, სადაც ნომრების რაოდენობა 30-ს არ აღემატება. 23 მაისიდან კი დაშვებული იქნება სპორტული ღონისძიებების ჩატარება.

გარდა ამისა, იხსნება ქვეყნის საზღვრებიც და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს, თუკი მათ ბოლო 2 კვირი განვავლობაში არ დაუტოვებიათ ევროკავშირის ტერიტორია და არც ინფიცირების სიმპტომები აქვთ, უპრობლემოდ შეეძლებათ სლოვენიაში ჩასვლა.

კორონავირუსის ეპიდემია სლოვეიაში ოფიციალურად 12 მარტს გამოცხადდა. დღემდეგ ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებული ინფიცირების 1464 და კორონავირუსისგან გარდაცვალების103 შემთხვევა.

წყარო: resonancedaily.com

Share