Home » საზოგადოება » პირველი თებერვლიდან ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდება
პირველი თებერვლიდან ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდება

პირველი თებერვლიდან ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდება

 პირველი თებერვლიდან ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდება და 40-დან 50 თეთრს მიაღწევს. ბათუმის საკრებულომ 16 ხმით ექვსის წინააღმდეგ შესაბამისი დადგენილება მიიღო.გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო ოპოზიცია.

“რა თქმა უნდა, ამის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი, მმართველი გუნდი ამბობს, რომ ერთი მხრივ, ცხოვრება გაძვირდა, გაიზარდა საწვავის ფასი და მეორე მხრივ, გაძვირებულ ცხოვრებას კიდევ უფრო უმძიმებს რიგით მგზავრებს”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ​.

ბათუმის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ჭეიშვილი აცხადებს, რომ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო.

“არავის უხარია ტარიფის მატება, სამაგიეროდ, ეს ტარიფი იმოქმედებს მთელი ბათუმში, ანუ თუ მწვანე კონცხიდან მომავალი მგზავრი იხდიდა 60 თეთრს, ამის შემდეგ ისიც 50 თეთრს გადაიხდის. ტარიფები ქალაქის მასშტაბით გათანაბრდება, ამასთან მძღოლებს კატეგორიულად მოეთხოვებათ მგზავრობის პირობების გაუმჯობესება”, – ამბობს დიმიტრი ჭეიშვილი.

Share