Home » ეკონომიკა » პირდაპირი უცხოური ინვესტიციები III კვარტალში 13.7%-ით გაიზარდა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები III კვარტალში 13.7%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მესამე კვარტალში 417.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მესამე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია.

ინვესტორთა სიაში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 18.8 პროცენტით, მეორე ადგილზე ნიდერლანდი – 16.4 პროცენტით, ხოლო მესამეზე თურქეთი – 10.3 პროცენტით.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 96 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 49.3 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – სასტუმროების და რესტორნების სექტორი 45.7 მილიონი აშშ დოლარით.

ამასთან, მიმდინარე წლის ცხრა თვეში ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ 909 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 17 პროცენტით ნაკლებია.

Share