Home » ახალი ამბები » პეკინის ქუჩაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდა
პეკინის ქუჩაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდა

პეკინის ქუჩაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, პეკინის ქუჩის 1.3 კმ სიგრძის 1000 მმ-იანი მაგისტრალური მილის სრულ განახლებას, გერმანელ ექსპერტებთან ერთად ახორციელებს.

წყალდენის მდგომარეობა მოითხოვს ჰიდროტესტირებას და დამატებითი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას. ჰიდროტესტირების პროცესში აუცილებელია გარკვეულ ქუჩებზე წყალმომარაგების პერიოდულად შეზღუდვა.

უმნიშვნელოვანესი ტექნიკური სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის 27,28 ივლისს წყალმომარაგება გარკვეული პერიოდულობით შეიზღუდება:

დღის 12.00 საათიდან საღამოს 19.00 საათამდე,  ასევე ღამის 00.00 საათიდან დილის 08.00 საათამდე –

 საბურთალოს რაიონში:

თამარაშვილის, ნუცუბიძის და მიმდებარე ქუჩებს; ნუცუბიძის და ვაჟა-ფშაველას კვარტლებს;

 ვაკის რაიონში:

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, კეკელიძის, მცხეთის და მიმდებარე ქუჩებს და ბაგებს.

 წყნეთს და კიკეთს 27-დან 28 ივლისის ჩათვლით წყალი მიეწოდება 12.00 სთ-დან 17.00 საათამდე;

კომპანია მიმდინარე სამუშაოების წარმოებისას, მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

 

Share