Home » ახალი ამბები » პაციენტმა N4, რომელიც ყველაზე მძიმედ იყო, კორონავირუსი დაამარცხა

პაციენტმა N4, რომელიც ყველაზე მძიმედ იყო, კორონავირუსი დაამარცხა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა მე-10 პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძე აღნიშნული პაციენტის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ისაბრა და განაცხადა, რომ ეს არის კორონავირუსზე გამარჯვება.

„44 წლის პაციენტი მძიმე იყო ძალიან. აქ იყო მნიშვნელოვანი პნევმონია, ფილტვის საკმაოდ დიდი მოცულობა იყო მოცული პნევმონიით, დაზიანება იყო. ამ პაციენტთან ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან მართლაც რომ მძიმე იყო, გადავრჩით ყველანაირ გართულებას. ამჟამად გამოჯანმრთელებულია და გაწერილია“, – განაცხადა ენდელაძე.

Share