Home » საზოგადოება » პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არსებული ტყის ფართობების საპატრიარქოს საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს

პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არსებული ტყის ფართობების საპატრიარქოს საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს

პარლამენტმა მესამე მოსმენით (79 მომხრე) მიიღო კანონი,  რომელიც  ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არსებული ტყის ფართობების საპატრიარქოს საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.

სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

Share