Home » საზოგადოება » პაატა ღაძაძე: 6 ფაზის ნაცვლად 3 ფაზაში, რაც შეიძლება მალე გავიხსნათ!

პაატა ღაძაძე: 6 ფაზის ნაცვლად 3 ფაზაში, რაც შეიძლება მალე გავიხსნათ!

თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი, წარსულში „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსისტი პაატა ღაძაძე სოციალურ ქსელის მეშვეობით (ხელისუფლებას, საზოგადოებას) ეკონომიკის სწრაფად გახსნისკენ  მოუწოდებს. 

ღაძაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„კარგად გამოვძვერით…

საკმარისია.

 ახლა გავიხსნათ, თორემ ვერანაირი ანტიკრიზისული უშველის ამხელა დარტყმას.

მშპ – ყოველდღიურად არ იქმნება 100+ მლნ ლარი;

ბიუჯეტი – ყოველდღიურად აკლდება 20+ მლნ ლარი;

უმუშევრობა – ყოველდღიურად იზრდება 1,000+ კაცით…

ამის თანმდევი უარყოფითი შედეგები ათასობით ოჯახს უკვე ანადგურებს, მათ შორის, ზრდის სიკვდილიანობას სხვა მიზეზებით, ჯანმრთელებისაც კი!

ეს უფრო მეტი იქნება, ვიდრე ნებისმიერი ვირუსის შედეგები (მით უფრო დაღმასვლის ფაზაში).

დიახ,- წესებით, პირბადით, არა-ქელეხებით, დისტანციით, დეზინფექციით, ბლიც-განათლებით, საავადმყოფოების მეტად მომზადებით…. უნდა გავიხსნათ!

ხვალიდან!

6 ფაზის ნაცვლად – 3 ფაზაში, რაც შეიძლება მალე გავიხსნათ!..

ნებისმიერ აუდიტორიასთან გავალ დაფასთან და ამის შედეგების ილუსტრაციას გავაკეთებ – “მამაო ჩვენოსავით” ვიცი მე ეს“, – პოსტავს პაატა ღაძაძე სოციალურ ქსელში.

Share