Home » საზოგადოება » პაატა იმნაძე – შეიძლება იყოს ვიღაც, ვისაც კორონავირუსი მეორეჯერ დაემართება

პაატა იმნაძე – შეიძლება იყოს ვიღაც, ვისაც კორონავირუსი მეორეჯერ დაემართება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, კორონავირუსი ადამიანს ხელმეორედ დაემართოს.

როგორც მან აღნიშნა, ჩინეთში მსგავსი შემთხვევების დაფიქსირების შესახებ საუბრობენ.

„ამბობენ, რომ ჩინეთში ამისი შემთხვევები იყო აღწერილი. ამის ცნობები გამოქვეყნდა. დაველოდოთ ლიტერატურას. წითელა შეიძლება ადამიანს მეორეჯერ დაემართოს, თუმცა, ეს არის უკიდურესად იშვიათად, ასე რომ, covid-ზე სულ არ არის გამორიცხული, რომ ეს შესაძლებლობა არსებობს. რამდენად ხშირი იქნება ეს? – არ მგონია, ყველას მეორეჯერ დაემართოს, მაგრამ ვიღაც შეიძლება იყოს ვისაც მეორეჯერ დაემართება,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

Share