Home » ფინანსები » პაატა ბაირახტარი: კომპანიები საწვავის ფასს ხელოვნურად ზრდიან
პაატა ბაირახტარი: კომპანიები საწვავის ფასს ხელოვნურად ზრდიან

პაატა ბაირახტარი: კომპანიები საწვავის ფასს ხელოვნურად ზრდიან

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსი, პაატა ბაირახტარი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ნავთობის ბაზარზე ფასების მატებას ეხმაურება.

“ბანკები და ფინანსები” უცვლელად გთავაზობთ პოსტს:

“რა ხდება ქართულ საწვავის ბაზარზე ?!

ბოლო ორი თვის მანძილზე კომპანიებმა საწვავის ფასი 7 ჯერ გაზარდეს და დღეს ერთი ლიტრი პრემიუმის ტიპის ბენზინის ღირებულება 2.35 ლარია. რა თქმა უნდა, ფასების ზრდის მთავარ მიზეზად ისევ მსოფლიო ბირჟებზე მიმდინარე პროცესები, ეროვნული ვალუტა და აქციზების გადასახადის ზრდა დასახელდა. მაგრამ მოდი ქრონოლოგიურად გადავხედოთ, თუ რა და როგორ ხდებოდა სინამდვილეში. 2016 წლის დეკემბრის მიწურულიდან კომპანიებმა დაიწყეს ფასების ზრდა საწვავზე, ყველა საწვავის ფასის განმაპირობებელი, ფუნდამენტური ფაქტორების უცვლელობის პირობებში. რითიც წინასწარ ჩადეს საწვავის ფასში მოსალოდნელი აქციზის გაძვირება. (წინასწარ გააძვირეს საწვავი) 2016 წლის დეკემბრის ბოლოდან 2017 წლის იანვრის ბოლომდე კომპანიებმა სულ 5 ჯერ გაზარდეს საწვავის ფასი ამ მომენტისთვის კომპანიებს აქციზის გადასახადის ზრდამ ერთი ლიტრი საწვავი გაუძვირდათ 15 % მაგრამ ამ მომენტისათვის კომპანიებს საწვავი უკვე გაძვირებული ქონდათ 18.35 %- ით. ამას დაემატა, იმ პერიოდისთვის (2017 წლის იანვრის მიწურულისთვის) 10 % -ით გაიაფებული ნავთობის ფასი და თითქმის 8 %-ით გამყარებული ეროვნული ვალუტა. ამ პროცესებიდან მოყოლებული დღემდე კომპანიებმა კიდევ ორჯერ გააძვირეს ყველა ტიპის საწვავი და ერთი ლიტრი პრემიუმის ტიპის ბენზინის ფასი აცდა 2.35 ლარს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ სწორედ ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო მეტად გამყარდა, საშუალოდ 10% -ით და მსოფლიო ბზარზეც ბარელის ფასმა დაღმავალი ტრენდი განიცადა.

პ.ს. რაც შეეხება ქართულ ნავთობპროდუქტების იმპორტიორ კომპანიებს გასაგებია, რომ ისინი სოციალურ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ, მაგრამ შევახსენებ, რომ ჩვენ გვყავს ასევე კონკურენციის სააგენტოც რომელსაც შეუძლია, ისევ მიუბრუნდეს ერთხელ უკვე შესწავლილ ბაზარს” – წერს ბაირახტარი.

Share