Home » საზოგადოება » „ოქროს სტანდარტის ბრუნდება“ – რას მოუტანს მსოფლიოს ფინანსურ სექტორს ბაზელ 3–ზე გადასვლა

„ოქროს სტანდარტის ბრუნდება“ – რას მოუტანს მსოფლიოს ფინანსურ სექტორს ბაზელ 3–ზე გადასვლა

     როგორც ვიცით მსოფლიოს ქვეყნებში არსებობს ცენტრალური ბანკები,  მაგალითად ევროპის ცენტრალური ბანკი – ეცბ , აშში –ფსს და სხვები , ესენი  არიან ორგანიზაციები რომლებიც თავიანთ ქვეყნებში არეგულირებენ ფინანსურ საკითხებს და ატარებენ მონეტარულ პოლიტიკას.

    მაგრამ არსებობს ორგანიზაცია საერაშორისო ანგარიშსწორების ბანკის სახელწოდებით რომელიც  ზემოხსენებულ ბანკებს შორის არეგულირებს ურთიერთობებს (სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ – ცენტრალური ბანკების ცენტრალური ბანკი). ამ ბანკთან ფუნქციონირებს საბანკო ზედამხედველობის  ბაზელის კომიტეტი ,რომელიც შეიმუშავებს ერთიან სტანდარტებსა და მეთოდიკას   ერთიანი საბანკო სისტემის მიმართ.

     საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტი შეიქმნა 1974 წელს, საერთაშორისო ანგარისშსწორების ბანკთან ერთად.

კომიტეტმა პირველად, 1988 წელს მოქმედებაში მოიყვანა საბანკო რეგულირების  სტანდარტების პაკეტი,  რომელიც ცნობილია  ბაზელი 1–ის  სახელწოდებით.

  2004 წელში კი შემოიღო  ბაზელი  2 ის რეგულირების  პაკეტი. ამ დოკუმენტების ამოცანა იყო დახვეწილიყო საბანკო სისტემის საიმედოობისა და გამჭირველობის სისტემები. თუმცა, ამ დოკუმენტების პაკეტმა ვერ ააცილა მსოფლიოს 2007 წლის  ცნობილი იპოტეკური სესხების ფინანსური კრიზისი.

განსხვავება ბაზელ 1 და ბაზელ 2–ს შორის

 ბაზელი 1 ცნობილია  სახელწოდებით „კაპიტალისა და კაპიტალის სტანდარტების გაზომვის საერთაშორისო კონვერგენცია“,  რომლის მიხედვითაც  კაპიტალის საკმარისობის მინიმალური მოცულობა – 8%-ით განისაზღვრა, მისი  გამოანგარიშება ზედამხედველობის ორგანოს მიერ არის რეგულირებული და მიიღება საკუთარი კაპიტალის მიმართებით იმ აქტივებთან, რომელიც რისკების მიხედვით არის გაწონასწორებული. მხედველობაში მიიღებოდა მხოლოდ საკრედიტო რისკები (თუმცა ბანკების აქტივები შეიძლება ჩამოყალიბდეს არა მარტო კრედიტებისგან, არამედ სხვადასხვა მოზიდული ინვესტიციებისგან). 

ბაზრებზე წარმოიქმნა „ფინანსური ბუშტები“, რომელმაც გასკდომა დაიწყო. ამის გამო ძალიან იზარალა რეალურმა ეკონომიკამ და რიგითმა მოქალაქეებმა.

    ბაზელი 2  2004 წელს აამოქმედეს. ამ შემთხვევაში  საკრედიტოს რისკების  გარდა, გათვალისწინებული იყო წარმოებული საფინანსო ინსტრუმენტების (დერივატივების) ბაზრების სწრაფად განვითარების გამო წარმოქმნილი საფრთხეები რადგანაც  ჰეჯ-ფონდებისა და სხვა ინსტიტუციონალური სპეკულანტების საქმიანობას   საბანკი სექტორის  საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდებოდა.

 ახალი სტანდარტის შემოღების პერიოდში დაიწყო 2007-2009 წლების ფინანსური კრიზისი   და  ყველას თვალწინ, მსოფლიო საბანკო ბიზნესის გიგანტი  ბანკი Lehman Brothers  გაკოტრდა. სხვა დიდი ბანკების გადასარჩენად კი ამერიკასა და ევროპაში 2 ტრილიონ დოლარამდე სახელმწიფო ხაზინიდან დაიხარჯა.

      2007 წლის კრიზისის შემდეგ კომიტეტმა ნაჩქარევად დაიწყო ცვლილებებისა და შესწორებების შეტანა ბაზელი 2-ის  მუხლებში  და  2010 წელს ბაზელის კომიტეტმა შეიმუშავა ახალი რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც მოწონებული და შეთანხმებული იყო დიდი   G20 ული ქვეყნებს შორის. აღნიშნული ცვლილებები მოქმედებაში შევიდა 2014 წლიდან და  ნორმატივებზე  გადასვლა უნდა დასრულებულიყო 2019 წელს.

რას გულისხმობს ბაზელი 3

     ბაზელი 3, ეს არის საბანკო ზედამხედველობის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს მეთოდურ რეკომენდაციებს  საბანკო რეგულირების  სფეროში, იგი დამტკიცებულია 2010-2011 წლებში. ბაზელი 3 აძლიერებს მოთხოვნებს ბანკის კაპიტალის მიმართ და შემოჰყავს ახალი მოთხოვნები ლიკვიდურობის კუთხით. მისი მიზანია გაუმჯობესდეს რისკების მართვის ხარისხის გაუმჯობესება, ამ ყველაფერმა კი, თავის მხრივ უნდა უზრუნველყოს მთლიანი ფინანური სისტემის სტაბილურობა.

    ბაზელი 3 ის ფარგებში  ცვლილებები შევიდა  სააქციო კაპიტალის, ბუფერული და მთლიანი კაპიტალის ნორმებში. ასევე სავალდებულო მოთხოვნებია ფინანსური ბერკეტეტთან მიმართებაში, როგორიცაა „ლევერეჯი“  რომელიც არის  თანაფარდობა მოზიდულსა და საკუთარ კაპიტალს შორის , ასევე  ახალი ვალდებულებებია მოკლევადიანი  ლიკვიდურობის ნორატივებთან დაკავშირებით.

    ბაზელი 3 ის მიხედვით ბანკების საკუთარი კაპიტალის საკმარისობის ზედა “ჭერი” გაიზარდა 10,5%–მდე, მაგრამ არა იმდენად, რომ ახალი კრიზისები იყოს თავიდან აცილებული.  ასევე გაიზარდა საზედამხედველო ორგანოების მხრიდან „სუბიექტური ფაქტორის  როლი: ბანკის შეფასებისას  .  

      გარდა რეკომენდაციებისა, რომელიც შეიმუშავდა ბაზელი 3  სახელწოდებით, ყურადღება მისაქცევია იმ გარემოებაზე, რომ თუ ადრე  ოქრო რომელიც შესყიდული ჰქონდათ  ბანკებს ითვლებოდა აქტივში და იდგა მესამე რიგში, ანუ  ითვლებოდა აქტივში, როგორც ფული, მაგრამ მხოლოდ მისი საბირჟო ღირებულების 50% ის რაოდენობით. მიუხედავად იმისა რომ ბანკები ოქროს ყიდულობდნენ საბირჟო ღირებულებით. 2019 წლის 29 მარტს გადაწყვეტილებით  ოქრო  გახდა ბანკებისათვის  N1 აქტივი  და მისი ღირებულება უკვე ითვლება  საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე.

   მოგეხსენებათ რომ 1971 წლიდან ოქრო  გახდა საბირჟო საქონელი და მისი ადგილი, როგორც საერთაშორისო ანგარიშსწორების  ფორმა,  ჩაანაცვლა ამერიკულმა  დოლარმა  და ოქროს სტანდარტმა ამ დროიდან დაკარგა ფუნქციონირება. 1971 წლის 15 აგვისტოს რიჩარდ ნიქსონმა გამოაცხადა, რომ დოლარი არ გადაიცვლებოდა ოქროზე და ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად 1976 წლის იამაკის სავალუტო ფინანსურ კონფერენციაზე მიიღეს. შესაბამისად, ერთადერთ მსოფილიო საბაზო ვალუტა დამკვიდრდა აშშ დოლარი. მსოფლიომ ოქროს,  როგორც ფულის გაერშე იცხოვრა 40  წელზე მეტი. ოქროს ფასზე ზეწოლის გარეშე შეუძლებელი იყო დოლარისათვის მიენიჭებინათ წამყვანი და მთავარი ვალუტის სტატუსი, ანუ მომხდარიყო მისი ჰეგემონია.  ცნობილია, რომ რაც უფრო ძვირი იყო ოქრო მით  უფრო სუსტებოდა დოლარი.

  ახლა უკვე ყველა სახელმწიფოს შეუძლია ოქრო განიხილოს როგორც აქტივი და მისი ღირებულების რაოდენობის თანხა მიმართოს თავისი ეკონომიკის განვითარებაში.

საბანკო კაპიტალში, აქტივებში პირველ ადგილზე   განიხილებოდა  ვალუტა ნაღდი და უნაღდო სახით,  მეორეზე – მაღალი რეიტინგის მქონე  აშშ–ს (ან სხვა ქვეყნის) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, მესამეზე იყო ოქრო,  ახლა კი ოქრომ გადმოინაცვლა პირველ ადგილზე.

   2019 წლის თებერვლის  მონაცემებით  სარეზერვო ოქროს ქონით პირველ ადგილზეა აშშ -8331 ტონა, შემდეგ  გერმანია -3369  ტონა,   იტალია – 2451 ტონა, საფრანგეთი -2436 ტონა   რუსეთი -2119 ტონა.

მოკლევადიან პერიოდში ნავთობზე ფასის ზრდა და საფონდო ბაზრების დაცემაა მოსალოდნელი

ბაზელი 3–ზე სრულად გადასვლა, მოკლევადიან პერიოდში, 6 თვის განმავლობაში, გამოიწვევს ნავთობზე ფასების ზრდას. ოქროზე ფასის გაძვირებამ, შესაძლოა, საფონდო ბაზრების დაცემა გამოიწვიოს, გრძელვადიან პერსეპექტივაში კი ნავთობზე ფასების შემცირება უნდა მოჰყვეს.

     ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ბაზელის 3 ის  შემოღების შემდეგ ბრუნდება ოქროს სტანდარტი. თუმცა ოქრო, ფულად ექვვალენტში გამოხატული, რა თქმა უნდა,  გარკვეულ  როლს ითამაშებს, ვინაიდან ფულადი მასა მსოფლიო ეკონომიკაში სერიოზულად გაზრდილია სასაქონლო მასასთან შედარებით და  რადგანაც  ფული არის ეკონომიკური განვითარების გარკვეული ინსტიტუტი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით გარდამავალ ეტაპზე, როდესაც ოქრო თამაშობს გარკვეულ როლს,  ეს კი ყოველთვის ასე იყო, როდესაც მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე გვქონდა სერიოზული მერყეობები.  

ადვილი შესაძლებელია 2020 წლის ბოლოსათვის  ოქროს ფასი გაიზარდოს 2000 დოლარამდე.  ახლო მომავალში ბაზელი 3 ის შემოღება, რომელმაც დროში გადაიწია  2022 წლამდე,  მძიმე იქნება ისეთი საბანკო სუბიექტებისათვის რომელთა რეზერვებში ოქრო საერთოდ არ ინახება, ხოლო კონკურენცია ბანკებს  შორის  მაღალი ხარისხით  გაიზრდება.

ნიკა შენგელია

ეონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკოსი

Share