Home » მსოფლიო » „ოლიგარქები მიიღებენ ფანტასტიურ საგადასახადო შეღავათებს“ – პუტინი ოფშორელ მილიონერებს შემოსავლების დეკლარაციისგან ათავისუფლებს

„ოლიგარქები მიიღებენ ფანტასტიურ საგადასახადო შეღავათებს“ – პუტინი ოფშორელ მილიონერებს შემოსავლების დეკლარაციისგან ათავისუფლებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით არსებითად შერბილდება და გამარტივდება საგადასახადო რეჟიმი მდიდარი მოქალაქეებისთვის, რათა მოგება ქვეყნის საზღვრებს შიგნით დარჩეს. “ინტერფაქსის” თანახმად, პუტინმა ბრძანებულების მიხედვით, აღნიშნული ცვლილებების გატარება 24 ივლისამდე უნდა მოესწროს.

ცვლილების თანახმად, რუსეთის გადასახადის გადამხდელ რეზიდენტ ფიზიკურ პირს, შეეძლება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადახდა უცხოეთიდან მიღებულ შემოსავალზე, თანაც ისე, რომ მისი დეკლარირება არ იქნება სავალდებულო. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია 5 მილიონ რუბლზე, რომელიც უნდა იქნას გადახდილი ყოველწლიურად.

აღნიშნული საგადასახადო ცვლილება დეოფშორიზაციის პოლიტიკიდან გამომდინარეობს.

Movchans Group-ის დამფუძნებლის, ანდრეი მოვჩანის განცხადებით, ახალი მექანიზმი სინამდვილეში არის “საჩუქარი ოლიგარქებისთვის” და საგადასახადო რეჟიმის 90-იანი წლების რეალობა.

“თუ თქვენ ფლობთ უცხოურ კომპანიას და წელიწადში 8 მილიონ დოლარს (500 მილიონი რუბლი) გამოიმუშავებთ, თქვენ იხდით უმნიშვნელო, 1 პროცენტს. თუ მოგება წელიწადში 10 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, მაშინ განაკვეთი 0.1%-მდე ეცემა. ადამიანები, რომლებიც ფლობენ მნიშვნელოვან ქონებას, მათი უმეტესობა, იგივე ოლიგარქები, მოულოდნელად იღებენ ფანტასტიკურ საგადასახადო შეღავათს”, – აცხადებს ანდრეი მოვჩანი.

მისივე თქმით, ამის საპირისპიროდ, საშუალო კლასის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის ზრდა 15%-მდეა დაგეგმილი.

“არსებობენ ადამიანები, რომლებიც შემოსავალს რენტას სახით არ იღებენ, ქმნიან რეალურ ეკონომიკას, იღებენ ხელფასებს, მათ მოუწევთ 15-ჯერ მეტის გადახდა საპენსიო და სოციალური გადასახადების გათვალისწინებით, მაშინ როცა უცხოური კომპანიის ფლობის შედეგად მიღებული შემოსავალი ამ პრინციპით არ დაიბეგრება.

ფაქტობრივად, ჩვენ თვალს ვადევნებთ იმ ეკონომიკური პოლიტიკის დაშლას, რომელიც 20 წლის განმავლობაში ტარდებოდა. სახელმწიფო შორდება მათ, ვინც პენსიონერებს და მედიცინას კვებას და აშენებს ეკონომიკას, რომელიც უნიკალურ პირობებს სთავაზობს კაპიტალის მფლობელებს, თანაც ყველას არა, მხოლოდ მათ, ვინც ინვესტიციას უცხოეთიდან აკეთებს”, – აცხადებს მოვჩანი.

გიორგი არაბული

finanz.ru

Share