Home » ბიზნესი » „ოზურგეთი პლაზა“ – ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

„ოზურგეთი პლაზა“ – ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.

სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე ოზურგეთელებს და გურიის სტუმრებს ქალაქის ყოფილმა მერმა ბეგი სიორიძემ უმასპინძლა.

“მას შემდეგ, რაც საჯარო სამსახური დავტოვე, გადავწყვიტე კვლავ ბიზნესს დავბრუნებოდი და ოჯახთან ერთად გავაკეთეთ ახალი, ევროპული სტანდარტების სასტუმრო ოზურგეთში. სასტუმროს მეპატრონე, ჩემი მეუღლე ლელა თოიძეა, მაგრამ მთელი წელიწად ნახევრის განმავლობაში მე და ჩემი შვილი მუხლჩაუხრელად ვშრომობდით. ძალიან მიყვარს ოზურგეთი და ნებისმიერს შეგეჯიბრებით მის სიყვარულში”,- განაცხადა ბეგი სიორიძემ.

სასტუმროში სტუმრებისთვის 16 ნომერია. 3 ლუქსის ტიპის აპარტამენტი, ორ და სამ სტუმარზე გათვლილი ოთახები. ოთახები ბავშვიანი სტუმრებისთვის და შშმ პირებისთვის ადაპტირებული სერვისი. შენობა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ტექნიკური საშუალებებით. ყველა სტუმარს ელის დასვენების და მუშაობის კომფორტული გარემო.

“ოზურგეთი პლაზას” რესტორანი სტუმრებს ევროპული და ქართული სამზარეულოს კერძებით გაუმასპინძლდება. მაღალი კლასის შეფ მზარეული და კვალიფიციური კულინარები სტუმრებს უგემრიელეს კერძებს და დესერტს შესთავაზებენ. სასტუმროს აქვს ტერასა და ლამაზი, გამწვანებული ეზო.

სასტუმროში არის ტექნიკურად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი და სრული კომფორტი საქმიანი შეხვედრების, სემინარების, ტრენინგების და კონფერენციების მოსაწყობად.

სასტუმროს პერსონალი დაგეხმარებათ ტურისტული ტურების, მოგზაურობის დაგეგმვაში გურიასა და აჭარაში. კვალიფიციური გიდების და მძღოლების მომსახურება, კომფორტული ავტოტრანსპორტი და მოგზაურობისთვის საჭირო ყველა საშუალება “ოზურგეთი პლაზას” სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

“ოზურგეთი პლაზა” ხვალიდან ელის გურიის სტუმრებს.

Share