Home » მსოფლიო » ნიუ იორკში მოსახლეობას პირბადეებს უფასოდ დაურიგებენ

ნიუ იორკში მოსახლეობას პირბადეებს უფასოდ დაურიგებენ

ნიუ იორკის მოსახლოებას მომდევნო კვირის განმავლობაში 100 000 პირბადე უფასოდ დაურიგდება. ინფორმაციას „სიბიესი“ ავრცელებს.

პირბადეებს პარკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში დაარიგებენ, პრიორიტეტი კი ისეთი დასახლებები იქნება, სადაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებლები ყველაზე მაღალია. ამის შესახებ ნიუ იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.

„ჩვენ გვინდა, ხალხისთვის პირბადეებზე წვდომა გავამარტივოთ, ამიტომ მათ პარკებში უფასოდ დავარიგებთ. მალე დათბება და ვიცით, მოსახლეობა პარკებში გამოვა., სასურველია, ხალხმა შეძლებისდაგვარად ამისგანაც შეიკავოს თავი, თუმცა, მინდა, პირბადე ყველას ჰქონდეს“, – განაცხადა დე ბლაზიომ.

1tv.ge

Share