Home » მსოფლიო » ნიუ-იორკის მერი – ქალაქის სამედიცინო მარაგები ერთ კვირაში ამოიწურება

ნიუ-იორკის მერი – ქალაქის სამედიცინო მარაგები ერთ კვირაში ამოიწურება

ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლაზიო აცხადებს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო მარაგები, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ქალაქში მომდევნო კვირისთვის, 5 აპრილისთვის ამოიწურება. როგორც მან CNN-ს განუცხადა, ნიუ-იორკში სიტუაცია საომარ პერიოდს ჰგავს.

„ჩვენ, დღეიდან, ერთი კვირისთვის სამყოფი მარაგები გვაქვს. ძალიან მალე ჩვენ კიდევ რამდენიმე ასეული სასუნთქი აპარატი დაგვჭირდება. ეს, როგორც ჩანს, გრძელვადიანი კრიზისი იქნება“, – აღნიშნა ქალაქის მერმა.

ნიუ-იორკი აშშ-ში კორონავირუსის ეპიცენტრად იქცა. ნიუ-იორკის შტატში დაავადებულია 52 000 ადამიანი, ხოლო ქალაქ ნიუ-იორკში 672 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ბილ დე ბლაზიომ მსგავსი განცხადება 20 მარტსაც გააკეთა და თქვა, რომ სამედიცინო ნიღბების, ხელთათმანებისა და ხალათების მარაგი მეგაპოლისში ორ-სამ კვირაში ამოიწურებოდა.

ipn.ge

Share