Home » ახალი ამბები » ნიკა გვარამია: ბიძინა ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება, იუსტიცია – კახიშვილი, წულუკიანი პარლამენტში

ნიკა გვარამია: ბიძინა ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება, იუსტიცია – კახიშვილი, წულუკიანი პარლამენტში

ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, “ოცნების” მთავრობაში საკადრო ცვლილები იგეგმება.

გვარამიას ინფორმაციით, პრემიერად, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება, ხოლო იუსტიციის მინისტრის პოსტზე ტეა წულუკიანს, კახი კახიშვილი შეცვლის.

“მაშ ასე: ბიძინა ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება

იუსტიცია – კახიშვილი, წულუკიანი პარლამენტში

საგარეო საქმეები – მამუკა ბახტაძე. არ მოგეჩვენათ – ყოფილი პრემიერი.

გახარია – უშიშროების საბჭოს მდივანი და დაზვერვის შეფი

შერიგების მინისტრად ამერიკაში ელჩი ბაქრაძე, მის ადგილას ვაშინგტონში – ზალკალიანი.

ფინანსთა, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრების შეცვლაზე ჯერ კიდევ ფიქრობენ.

დანარჩენი ყველა რჩება.

ფარდა. გილოცავთ”- წერს ნიკა გვარამია.

Share