Home » საზოგადოება » ნათია თურნავა – ელექტროენერგია და გაზით მომარაგება შეუფერხებლად მუშაობს და ასეც იქნება

ნათია თურნავა – ელექტროენერგია და გაზით მომარაგება შეუფერხებლად მუშაობს და ასეც იქნება

ნათია თურნავა – მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა, ელექტროენერგია და გაზით მომარაგება შეუფერხებლად მუშაობს და ასეც იქნება

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ელექტროენერგია და გაზით მომარაგება გახლავთ ე.წ. კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველთვის შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს ნებისმიერ ვითარებაში და ეს ასეც იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გამართული ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ენერგოსისტემა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და სრულად გამართულია.

ნათია თურნავას განცხადებით, იგივე შეეხება გაზის მომარაგებას სისტემას – იქნება ეს სახელმწიფო გაზის ტრანსპორტირების კომპანია თუ კერძო გაზგამანაწილებელი კომპანიები .

„ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მინდა, რომ საყოველთაო მოწოდებას შევუერთდე და განვაცხადო – ქალბატონებო, ბატონებო, დავიცვათ სიფრთხილე, დავიცვათ მედიკოსთა რეკომენდაციები, მშვიდად დარჩით სახლში და ჩვენ, ჩვენი ენერგეტიკოსები ვიმუშავებთ თქვენთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Share