Home » საზოგადოება » “ნავთობიმპორტიორებმა გვითხრეს, გრძნობენ სოციალურ პასუხისმგებლობას და ამცირებენ საწვავზე ფასებს – საინტერესოა, რა ხდება სინამდვილეში”

“ნავთობიმპორტიორებმა გვითხრეს, გრძნობენ სოციალურ პასუხისმგებლობას და ამცირებენ საწვავზე ფასებს – საინტერესოა, რა ხდება სინამდვილეში”

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოცოაცია – აფბას” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი, სოციალურ ქსელში ნავთობის მსოფლიო და ქართულ ბაზარზე არსებულ ფასების ტენდენციაზე წერს.

“საწვავის ფასმა დაიწია და ეს გვიხარია, ნუ კარგია ხო ხარჯები შემცირდა ასეთ რთულ დროს, ინფლაციის ფორმირებისას საწვავის კონტრიბუციამ დაიკლო და ა.შ. თან იმპორტიორებმა გვითხრეს, რომ ქვეყნისთვის ასეთ რთულ დროს გრძნობენ სოციალურ პასუხისმგებლობას და ამიტომ ამცირებენ საწვავზე ფასებს (თავი დაგვამადლეს რა)

ახლა ხომ საინტერესოა რა ხდება სინამდვილეში, რა გვიხარია. საწვავზე ფასები საშუალოდ 2 თვიან პერიოდში შემცირდა 6.7%-ით. ეს კომპანიებმა როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაში გაიყვანეს მით უფრო, რომ ამავე პერიოდში 12.2 %-ით გაუფასურდა ეროვნული ვალუტაც და ნუ კიდევ უფრო გვიხარია კომპანიების ასეთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა.

მაგრამ აქ არის კიდევ ერთი გარემოება, ამავე პერიოდში მსოფლიოში თითქმის 68%-ით დაეცა ნავთობის ფასები. ანუ რა ხდება, მსოფლიოში 68%-ით ეცემა ნავთობის ფასები, თან ერთვის ლარის საშუალოდ 12%-ანი დევალვაცია და ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები მცირდება მხოლოდ 6.7%-ით და ეს გვიხარია.

პ.ს. ეს ყველაზე ოპტიმალური სცენარია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო დღეებში ლარი სტაბილურდება, ხოლო ბარელის ფასი 20$-მდე დაეცა, სხვაობა კიდევ უფრო დიდი იქნება. მაგრამ, ამ სცენარით არ წავედი ჩვენ ხომ “მარაგები” გვაქვს. 

თან ამ ტენდენციების ასახვას ობიექტურადაც სჭირდება დრო”, – წერს ბაირახტარი.

Share