Home » ფინანსები » მურთაზ კიკორია: საბანკო საქმე უკვე აღარ იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ გვახსოვს
მურთაზ კიკორია: საბანკო საქმე უკვე აღარ იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ გვახსოვს

მურთაზ კიკორია: საბანკო საქმე უკვე აღარ იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ გვახსოვს

როვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი დაკრედიტების ბაზარზე დიდ ცვლილებებს აანონსებს.

მურთაზ კიკორიამ TV პირველზე, „ანალიტიკაში“  განაცხადა, რომ არასაბანკო მიმართულებით უზარმაზარ ველს ხედავს. ამბობს, რომ საბანკო საქმე და დაკრედიტება  დიდი ცვლილებების წინაშეა, Fintech  და ტექნოლოგიური ცვლილებები კი, ძალიან მალე სრულიად სხვა თამაშის წესებს შემოიტანს ბაზარზე, სადაც ბანკები დომინანტის როლში აღარ იქნება.

„საბანკო საქმე უკვე აღარ იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ გვახსოვს. უზარმაზარ ველს ვხედავ არასაბანკო დაკრედიტების მიმართულებით“, – ამბობს ცნობილი ბანკირი და მარეგულირებელი, რომელიც  მოსალოდნელი ცვლილების ფონზე აქცენტს ერთის მხრივ ინვესტიციების, მეორეს მხრივ კი, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ფინანსური განათლების ამაღლებაზე აკეთებს, რაც სებ-ის პრიორიტეტია.

Share