Home » ბიზნესი » მსხვილმა ნავთობკომპანიებმა საწვავი გააძვირეს
მსხვილმა ნავთობკომპანიებმა საწვავი გააძვირეს

მსხვილმა ნავთობკომპანიებმა საწვავი გააძვირეს

ბოლო 1 კვირაში მეორედ, GULF-ის ქსელში საწვავის ფასი ისევ გაზარდა.   რამდენიმე მარკის საწვავი 2 -3 თეთრით გაძვირდა. კერძოდ, G-Force პრემიუმის ფასი 2.19 ლარი გახდა, ევრო რეგულარის 2.02  ლარი.

ფასები გაზრდილია “ვისოლის” ქსელში. EKO პრემიუმი 2.23 ლარი ღირს, ევრო რეგულარი 2 ლარია, EKO სუპერი 2.35 ლარი.  დიზელ ენერჯი 1.9 ლარი. ბოლო მატების შემდეგ ფასები 1-5  თეთრით არის გაზრდილი.

ფასებმა მოიმატა “ლუკოილის” ავტოგასამართი სადგურების ტაბლოებზეც.  ზრდა ამ შემთხვევაშიც 5 თეთრია.

წყარო: Gbc.ge

Share