Home » ეკონომიკა » მსოფლიოში პირველი ელექტონული პირბადის წარმოება საქართველოში იწყება

მსოფლიოში პირველი ელექტონული პირბადის წარმოება საქართველოში იწყება

მრავალჯერადი გამოყენების, ვირუსული ინფექციებისგან დაცვის ელექტრონიღბის პირველი პროტოტიპი, 3D პრინტერის საშუალებით, ქართველი მწარმოებლების მიერ, ზუსტად 48 საათში დამზადდა.

ლუგარის ლაბორატორიის დასკვნით, საქართველოში დამზადებული ელექტრონიღაბი ინფექციების პრევენციისთვის ეფექტურია.

„კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ელექტრონულ რესპირატორს “MIZ-MASK” გერმიციდული ნათებით გააჩნია ბაქტერიოციდული ეფექტი და იგი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბაქტერიული ინფექციების გამომწვევთა წინააღმდეგ.

კვლევა ჩატარდა ორჯერ და ორივე შემთხვევაში შედეგები იყო იდენტური“, – ნათქვამია 21 ივლისს შედგენილ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ წერილში.

როგორც იდეის ავტორი დავით მიზანდარი აცხადებს, MIZ-MASK – ის წარმოების პროცესის დაწყებისთვის 4-6 კვირა იქნება საჭირო. მისი თქმით, MIZ – MASK-ის წარმოება, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ იქნება შესაძლებელი.

როგორც ცდებმა აჩვენა, მძიმე დაბინძურების არედან ნიღაბში გატარებული ჰაერი არის 100%-ით სტერილური, შესაბამისად ნიღბის გამოყენება შესაძლებელია მაღალი რისკის შემცველ გარემოში, ასევე ნებისმიერ ადგილას სადაც ინფიცირების დიდი რისკია.

ნიღაბი ისეა შექმნილი, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია წვიმაში, ნისლში და ტენიან გარემოშიც. რაც მთავარია, ის ერგება ნებისმიერი ტიპის სახის რელიეფს, ზედმეტი მოჭერის გარეშე, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა ექიმებისთვის.

Holon.ge

Share