Home » ფინანსები » მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 43.75 ( + 0,53) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 41.27 (+ 0,23) დოლარი/ბარელზე.

ფასების მსგავსი ცვლილებები, რა თქმა უნდა, ასახვას საქართველოს ბაზარზეც ჰპოვებს. „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე ნავთობის ფასების დაკორექტირებას პროგნოზირებს.

ფხაკაძე ამბობს, რომ მას შემდეგ კომპანიას საკუთარი მარაგების განახლება დასჭირდება და ახალ ნავთობს შეიძენს, შესაბამისად, მოხდება მისი სარეალიზაციო ფასის ცვლილებაც, რადგან არსებულ ვითარებაში ბენზინის ფასი არის იმისგან განსხვავებული, რაც წინა თვეებში ღირდა.

პანდემიის პერიოდში ფასი ძალიან შემცირდა, ახლა კი ერთი ბარელის საფასური $40 დოლარს აღემატება. ფასი, რომელიც დღეს ჩვენ სადგურებზე არის, ადეკვატურად არ ასახავს ზრდის კუთხით ფასის იმ ცვლილებებს, რომლებიც უნდა იყოს ახალი ფასის გამო ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს გარკვეული მარაგები და ამ მარაგების ხარჯზე გვინდა, რომ მაქსიმალურად ამოვწუროთ ეს მარაგები, ამიტომ სწრაფად არ ვახდენთ ფასის ცვლილებას.

როდესაც იძულებული ვართ, რომ ახალი პარტიებით შევავსოთ ჩვენი რეზერვუარები და ჩვენი მარაგები, შემდეგ უკვე ბუნებრივია, გვიწევს უკვე ფასის მომატება. ასეთი ტენდენცია არის დღეს ბაზარზე, რომ საერთაშორისო კონიუნქტურა ახდენს პირდაპირ გავლენას ფასების ფორმირებაზე, ამიტომ ამ ტენდენციის შენარჩუნების პირობებში მოგვიწევს გარკვეული კორექტირება აწევის მიმართულებით საქართველოში. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ, დაახლოებით, 10 თეთრის ფარგლებში უნდა ჩაეტიოს მატება”, – ამბობს ფხაკაძე.

გასულ კვირას სტანდარტული (ევრო რეგულარის) მარკის ლიტრი ბენზინის საშუალო ღირებულება 1.82 ლარს შეადგენს. 1 თვის წინ მისი ფასი 1.74 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ბოლო 30 დღეში საწვავის ფასი 4.5%-ით არის გაძვირებული.

შედარებისთვის, ანალოგიურ პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი $41-დან $43.65-მდე გაიზარდა.

Share