Home » ეკონომიკა » მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ

მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ

მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ – „გარდაბნის თბოსადგური-2-ის“ სსე-ს ქსელთან მიერთების მიზნით 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „ალავერდის“ გაორჯაჭვიანების პროექტის გამო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.

„ალავერდი“ წარმოადგენს საერთაშორისო კავშირის დაურეზერვებელ ხაზს, რომელიც საქართველოს ელექტროსისტემას აკავშირებს სომხეთის ელექტროსისტემასთან და მისი გამორთვა ქმნის ავარიის რისკებს. ამასთან, 220 კვ. „ალავერდის“ მეშვეობით „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ სსე-ს ქსელთან მიერთება და სიმძლავრის საიმედო გადატანა წარმოადგენს 10 წლიანი გეგმით გათვალისწინებული სასისტემო მნიშვნელობის პროექტის – „თბილისის რეგიონის უსაფრთხო ელ.მომარაგების“ ერთ-ერთ ელემენტს. აღნიშნული ფუნქციების ერთდოულად განხორციელების მიზნით, აუცილებელია მითითებული მონაკვეთის გაორჯაჭვიანება, რათა გასატარებელი სიმძლავრის პირობებში უზრუნველყოფილი იყოს ქსელის საიმედობაა. აღნიშნული მნიშვნელოვანად გაზრდის რეგიონის ელექტროუსაფრთხოებას, ელექტრომომარაგების სტაბილურობას და აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას,“- ვკითხულობთ ბრძანებაში.

თუმცა, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრესთან ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე „სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და მესაკუთრეს შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

კერძოდ, საუბარია, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბირლიკში მდებარე 5 000 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო-დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 142კვ.მ-ზე და მასზე განთავსებულ ნარგავებზე. აღნიშნული უძრავი ქონება მირზა ბაირამოვის საკუთრებაშია.

BPN.GE

Share