Home » ეკონომიკა » „მოქალაქეების და ბიზნესის დახმარების პარალელურად, მოზიდული ფინანსური რესურსი ადგილობირვი წარმოების განვითარებას უნდა მოხმარდეს”

„მოქალაქეების და ბიზნესის დახმარების პარალელურად, მოზიდული ფინანსური რესურსი ადგილობირვი წარმოების განვითარებას უნდა მოხმარდეს”

„მოქალაქეების და ბიზნესის დახმარების დახმარების პარალელურად, მოზიდული ფინანსური რესურსი ადგილობირვი წარმოების განვითარებას უნდა მოხმარდეს”, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ”

„კორონავირუსისგან მომდინარე ეკონომიკური ზიანის აღმოსაფხვრელად საკმაოდ ბევრი ინიციატივა და მოსაზრება გავრცელდა. ყველას თავისებური ხედვა აქვს ამ კრიზის დაძლევის კუთხით. ამაში უცნაური არაფერია. მთავარია ის თუ, რა დგას მათი გათვლების უკან – რამდენად რეალისტური, განხორციელებადი და რელევანტურია.

ბოლო პერიოდში, საკმაოდ ბევრი მოსაზრება გავრცელდა იმის თაობაზეც, თუ რა შანსი აქვს საქართველოს პანდემიური პროცესის დასრულების შემდგომ, მსოფლიო გლობალურ ეკონომიკურ ჯაჭვში ჩაბმის, ანუ როგორ გადახალისდება გლობალური ეკონომიკური წესრიგი მსოფლიოში და სად მოისურვებენ წამყვანი ეკონომიკური გიგანტები თავიანთი კაპიტალის დაბანდებას პოსტვირუსული პერიოდის შემდეგ.

მისასალემებელია, როდესაც საუბარი მიდის ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარების კუთხით, რადგან პანდემიური პროცესების პარალელურად, როგორც გამოჩნდა, ეს არამხოლოდ ეკონომიკის უფრო მეტად განვითარებას, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებასაც ნიშნავს, იგივე სასურსათო თუ სხვა მიმართულებით. ის, რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მხოლოდ ის, რაც უფრო იაფი გვიჯდება და დანარჩენი დარგების განვითარებაზე არ ვიზრუნოთ, გარკვეულწილად გადაფასებული თეორიაა. ამ ლოგიკით, ჩინეთი დღემდე ბრინჯის და ტექსტილის მწარმოებელი ქვეყანა უნდა ყოფილიყო, იაპონია მსუბუქი მრეწველობის, სამხრეთ კორეა აგრარულ ქვეყნად დარჩენილიყო და ა.შ. და ა.შ.

მართალია, ჯერ იყო სიტყვა და შემდეგ საქმე, მაგრამ მხოლოდ სიტყვა, ანუ ლაპარაკი ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, არანაირ შედეგს არ მოგვიტანს. სწორია, როდესაც ვაპელირებთ მსხვილ კომპანიებთან აქტიურ მოლაპარაკებებზე, რომ მათ აქ თავიანთი საწარმოები გადმოიტანონ. ამ ბოლო პერიოდში ამაზე ისეთი ყოფილი ჩინოვნიკებიც აცხადებენ, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეკონომიკური ხედვები საერთოდ არ იყო ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე და ქვეყნის ტურისტული განვითარების იქით არ მიდიოდა. მაგრამ, უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რეგიონი არასტაბილურია და აქ მსხვილი კაპიტალის დაბანდებაზე ინვესტორების დათანხმება შედარებით რთულია. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო უნდა შევიდეს ისეთ დარგებში ინვესტორად, სადაც არსებობს პერსპექტივა, აიღოს მის განვითარებაზე პასუხისმგებლობა, თავისი წარმატებული საქმიანობით დაანახოს ინვესტორებს, რომ ის დარგი პერსპექტიულია და შემდგომ მოახდინოს მისი პრივატიზება.

რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. მოქალაქეების, ბიზნესის დახმარების პარალელურად, სწორედ ამას უნდა მოხმარდეს ის ფინანსური რესურსი, რასაც ქვეყანა მიიღებს პანდემიური პროცესის გადავლის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვივლით იმ მოჯადოებულ წრეზე,სადაც აგერ უკვე მესამე ათწლეულია დავდივართ”, – წერს „აფბას” ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე.

კორონავირუსისგან მომდინარე ეკონომიკური ზიანის აღმოსაფხვრელად საკმაოდ ბევრი ინიციატივა და მოსაზრება გავრცელდა. ყველას…

Gepostet von ბაჩო ჯინჭარაძე am Freitag, 3. April 2020
Share