Home » მსოფლიო » მოლდოვაში ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები დააპატიმრეს

მოლდოვაში ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები დააპატიმრეს

მოლდოვის რესპუბლიკის კორუფციასთან ბრძოლის პროკურატურამ საბანკო საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა ცენტრალური ბანკის ოფისში.

მოლდოვის გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრე სტოიანოგლომ  5 მარტს განაცხადა, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე გამოსცა განკარგულება, დააკავონ ოთხი ადამიანი: ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი დორინ დრეგუცანუ, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ემა ტებირცე, მოლდოვის ეროვნული ბანკის ამჟამინდელი ვიცეპრეზიდენტები _ აურელია ჩინჩილეი და იონ სტურზა. დრეგუცანუ 2009-2016 წლებში მოლდოვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, ტებირცეს ვიცეპრეზიდენტის პოსტი ეკავა 2008-2015 წლებში, პერიოდში, როდესაც ბანკიდან მოიპარეს მილიარდი ევრო და განახორციელეს ლანდრომატი (რუსული ფულის გათეთრების მოლდოვური სქემა), რომლის მეშვეობითაც გაათეთრეს 20 მლრდ ევრო რუსეთიდან. ჩინჩილეი და სტურზა ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტებად 2013 წელს დაინიშნენ.

მოლდოვის პროკურატურამ უკვე წარუდგინა ბრალდება დორინ დრეგუცანუს, რომელსაც თაღლითობასა და დიდძალი ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.

მომზადებულია eadaily.com–ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვი GEWORLD.GE-ის მიერ

Share