Home » ბიზნესი » „მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, 2017-18 წლებში ბიზნესში მილიარდი ლარი დარჩა“

„მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, 2017-18 წლებში ბიზნესში მილიარდი ლარი დარჩა“

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, 2017-2018 წლებში ბიზნეს სექტორში 1 მილიარდ ლარზე მეტი დარჩა.

„მოგების გადასახადის ესტონური მოდელი – ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ამ რეფორმის განხორციელება. 2019 წელს კომიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ 2017-2018 წლებში მხოლოდ ამ რეფორმის შედეგად ბიზნეს სექტორში დარჩა 1 მილიარდ ლარზე მეტი; ლიკვიდური აქტივების შედეგად, რომლებიც ბიზნესმა კომპანიის განსავითარებლად გამოიყენა, ხოლო 2017 წელს რეინვესტირების მოცულობა 2-ჯერ გაიზარდა 657 მილიონ დოლარს მიაღწია.

2018 წელი კი თითქმის 67%-ით მეტი იყო რეინვესტირების კუთხით, ვიდრე წინა წელი. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა დასაქმების მოცულობა და მოგების ზრდა“,- განაცხადა კოვზანაძემ.

Share