Home » ბიზნესი » მიხეილ თოქმაზიშვილი – ეროვნული ბანკის რეაქცია ყოველთვის დაგვიანებულია ხოლმე, ამიტომ ნდობა დაეცა

მიხეილ თოქმაზიშვილი – ეროვნული ბანკის რეაქცია ყოველთვის დაგვიანებულია ხოლმე, ამიტომ ნდობა დაეცა

“ეროვნული ბანკის რეაქცია ყოველთვის დაგვიანებულია ხოლმე, ამიტომ ნდობა დაეცა, ხოლო რისკები უფრო მეტად გაიზრდა”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი “რეზონანსთან” ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას აცხადებს.

თოქმაზიშვილი აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების შემთხვევაში არსებობს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზები.

“ამ შემთხვევაში არსებობს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზები. სუბიექტური მიზეზებიდან შეიძლება ხაზი გავუსვათ მთელი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას. მისი რეაქცია ყოველთვის დაგვიანებულია ხოლმე, ამიტომ ნდობა დაეცა, ხოლო რისკები უფრო მეტად გაიზრდა. 

მეორე მხრივ, როგორც ვიცი, იმ ქვეყნებში, სადაც მკაცრი აკრძალვები არ ყოფილა, შესაბამისად, ეკონომიკამაც უფრო თავისუფლად იმუშავა. საქართველოში კი, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყველაფერი გაჩერდა და ესეც არის მიზეზი იმისა, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. 

ალბათ, ქართული ლარი ამ ნიშნულზე შეჩერდება, მაგრამ საშაულოვადიან პერიოდში ის გაუფასურდება. შეიძლება, პროცესი დინამიკურად წარიმართოს, მაგრამ დღესდღეობით რამდენადაც არც ერთობლივი მოთხოვნა იზრდება ეკონომიკაში და მიწოდება მცირდება, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საფინანსო ბაზარი შეიძლება, აღმოჩნდეს ცუდ მდგომარეობაში და, ფასების ზრდასთან ერთად, ეროვნული ვალუტაც გაუფასურდეს”, – განუცხადა “რეზონანსს” მიხეილ თოქმაზიშვილმა.

Share