Home » ბიზნესი » მინერალური წყლების ბაზარზე ახალი ბრენდი “კობი” გამოჩნდება
მინერალყრი წყლების ბაზარზე ახალი ბრენდი "კობი" გამოჩნდება

მინერალური წყლების ბაზარზე ახალი ბრენდი “კობი” გამოჩნდება

2018 წლის ივნისის თვიდან მინერალური წყლების ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდება. ახალ ბრენდს „მინერალური წყალი კობი“ ბაზარზე სასმელი წყლის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანია „აქვა გეო“ გამოიტანს.

პროდუქტის წარმოების მიზნით, “აქვა გეო” აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაფართოებას გეგმავს. კომპანია ახალ საწარმოს ააშენებს და უახლესი მანქანა დანადგარებით აღიჭურვება.

ახალი ბრენდირებული პროდუქტის ადგილობრივ ბაზარზე გამოჩენის შემდეგ და წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად კომპანია საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

კომპანიაში, ამჟამად 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო ახალი საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე დამატებით 85 ადამიანი დასაქმდება.

„აქვა გეო“ ახალ საწარმოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კერძოდ  კი  სოფელ კობში ააშენებს. კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს. სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  კი  35 მლნ ლარზე მეტია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის ფარგლებში არაალკოჰოლური სასმელების საწარმოს მშენებლობისთვის , კომპანიას ყაზბეგის რაიონის სოფელ კობში მდებარე 27 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა.

Share