Home » საზოგადოება » „მინდა, ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ“

„მინდა, ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ“

მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, ექსტრემალურ პირობებში უწევთ მუშაობა.

„მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დილიდან ინტენსიურად არის ჩართული ამ საკითხში და იქ ყველაფერი წესრიგდება,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

Share