Home » ეკონომიკა » მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში 6 ჰესი შევიდა

მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში 6 ჰესი შევიდა

მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში 6 ჰესი შევიდა და კიდევ 4-ის შესვლა იგეგმება.

2019 წელს 6 ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში, რომელთა ჯამური სიმძლავრე 57,9 მეგავატია. ექსპლუატაციაში შესული ჰესებია: „ავანი“ ჰესი ( სიმძლავრე 3,5 მეგავატი), „სკურდიდი“ ჰესი ( 1,33 მეგავატი სიმძლავრით) , „არაგვი 2“ ჰესი (სიმძლავრე-1,95 მეგავატი) , „ორო“ ჰესი ( დადგმული სიმძლავრე 1,12 მეგავატი) , „მესტიაჭალა 1“ ჰესი (სიმძლავრე 20 მეგავატი) , „მესტიაჭალა 2“ ( სიმძლავრე 30 მეგავატი).

მიმდინარე წელს იგეგმება „ჭაპალა“ ჰესის, „ხელრა“ ჰესის, „იფარი“ და „თბილისის ზღვის“ ჰესის ექსპლუატაციაში შეყვანა, რომელთა ჯამური სიმძლავრე 7,33 მეგავატია.

რაც შეეხება 2018 წელს, ექსპლუატაციაში მხოლოდ 5 ჰიდროელექტროსადგური შევიდა. ამასთან, ორი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შესული ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე 98,3 მეგავატია, ინვესტიციების ჯამურმა მაჩვენებელმა კი, 210,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო არაერთი ჰესის მშენებლობაა გაჭიანურებული. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, „ მცირე, მწვანე, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უვნებელ ჰიდროელექტროსადგურებთან ერთად , წინ უნდა წავწიოთ მსხვილი ჰესების მშენებლობა.“

Share