Home » საზოგადოება » მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც იწვა კლინიკაში, დღეს ეწერება ბინაზე – ლევან რატიანი

მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც იწვა კლინიკაში, დღეს ეწერება ბინაზე – ლევან რატიანი

მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც იწვა კლინიკაში დღეს ეწერება ბინაზე, ეს ქართველი ექიმების გამარჯვებაა – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, გუშინ გავაკეთე განცხადება მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტზე, რომელიც იწვა კლინიკაში. ეს იყო ქალბატონი დამძიმებული ანამნეზით. მინდა, ყველას განვუმარტო – დამძიმებული ანამნეზი ნიშნავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს „კოვიდ 19“-ით ინფიცირებას ლეტალურ მაღალ გამოსავალთან, თუ ანამნეზში გვაქვს ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა.

სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ქალბატონი. შემოსვლისთანავე დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე სუნთქვის უკმარისობა და მწვავე რესპირატორული სინდრომი. ვინაიდან ამ ეტაპამდე მედიკოსებისათვის ​უცნობია ვირუსის სტრატეგია, ამიტომ ყველანაირი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა როგორც ჯანმოს მიერ მოწოდებული, ასევე ჩვენს მიერ დანიშნული რეკომენდაციებით. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე შეფასდა მძიმედ, კრიტიკულად, იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, უჭირდა სუნთქვა. იყო სულმულენტური ანუ ძილიანი. აქედან გამომდინარე მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს ქალბატონი დღეს ეწერება ბინაზე. ანუ ქართული მედიცინის კიდევ ერთი გამარჯვებად მინდა, ჩავთვალო, რომ ასეთი პაციენტი გამოჯანმრთელებული, ვირუსის გარეშე მეთოთხმეტე დღეს მიდის კლინიკიდან.

ეს რა თქმა უნდა, ამ კლინიკის მედპერსონალის დამსახურებაა და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, ვინც დღეს ჩვენს გუნდში არის და იმ ყაზარმულ რეჟიმში მუშაობს, რომელსაც ამ ეტაპამდე განიცდის კლინიკა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

Share