Home » საზოგადოება » მთავრობამ, შესაძლოა, მოსახლეობას დენის ვაუჩერები დაურიგოს

მთავრობამ, შესაძლოა, მოსახლეობას დენის ვაუჩერები დაურიგოს

მთელ მსოფლიოში რამდენიმე სცენარი არსებობს, იმის მიხედვით, თუ რა ხანგრძლივობა და მასშტაბი ექნება ამ ვირუსს. ასეა ჩვენთანაც, რამდენიმე სცენარს განვიხილავთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა კორონავირუსითან დაკავშირებით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის თემატურის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არის სცენარი, რომლის მიხედვითაც თვენახევარი-ორი თვის შემდეგ ძირითადად აღდგება შიდა ეკონომიკური აქტივობები, და არის სხვა სცენარი, რომ ეს მოხდება ცოტა უფრო მოგვიანებით, სამი-ოთხი თვის შემდეგ.

„საუბარია სოციალური დაცვის მექანიზმებზე, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უკიდურესად გაუჭირდებათ ცხოვრება, იმიტომ რომ ან სამსახური დაკარგეს დროებით, ან შემოსვლის წყარო შეუმცირდათ. ამ მიმართულებით მიდის მუშოაბა. როდესაც კრიზისულ ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, ჩვენ ამ ბიუჯეტზე ვმუშაობთ და დღესაც, ამ შეხვედრის მერე უნდა გადავაწყოთ ბიუჯეტი ამ სულისკვეთებით.

მარტივად გეტყვით, საუბარია დენის ვაუჩერზე, რომლითაც შეიძლება შევამსუბუქოთ ადამიანების ყოფა, ასევე, მეორე მხრივ, ბიზნესთან ერთად ვისაუბროთ, რომ მათ გააგრძელონ ხელფასის გადახდა და ჩვენ საშემოსავლოს ვალდებულებას მოვუხსნით. ასე რომ, სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. ჩვენ ბიუჯეტის სოციალური მიზანშეწონილობის მიხედვით გადაგეგმვას ვაპირებთ, მაგრამ ამავდროულად ეკონომიკური სტიმულირების პაკეტზეც ვსაუბრობთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

Share