Home » საზოგადოება » მეცნიერი ფრიდონ შუბითიძე: Covid19-ის ხელოვნურად შექმნა თითქმის შეუძლებელია

მეცნიერი ფრიდონ შუბითიძე: Covid19-ის ხელოვნურად შექმნა თითქმის შეუძლებელია

Covid-19 ის ხელოვნურად შექმნა თითქმის შეუძლებელია – ამის შესახებ, ამერიკაში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა, ფრიდონ შუბითიძემ, გადაცემა „არენას“ ეთერში განაცხადა.

„რა არის ეს ვირუსი? ვირუსი რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის კვერცხი, რომელსაც აქვს ცილა და შიგნით არის მოთავსებული გული, რომელშიც არის დნმ-ი. ჩვეულებრივად ინჟინრებს შეუძლიათ, რომ შექმნან ვირუსი და მას გამოიყენებენ ადამიანის სამკურნალოდ, მაგრამ ისეთი ვირუსის ხელოვნურად შექმნა როგორიც არის covid- 19, თითქმის შეუძლებელია.

ყველა ვირუსს აქვს ხელის ანაბეჭდი, რომლის გაშიფვრაც ხდება ამ დნმ-ის გამშიფრავი აპარატით. რადგან იყო კონსპირაციის თეორიები, თითქოს ჩინეთში, ლაბორატორიიდან მოხდა ამ ვირუსის გადინება, ჩინეთის მხარე კი ამბობდა რომ ეს შექმნეს ამერიკელებმა. ამის შემდეგ ჩატარდა ვირუსის სრული შესწავლა, მისი ხელის ანაბეჭდის გაშიფვრა და დადგინდა, რომ ეს არ არის ხელოვნურად, ინჟინრების მიერ შექმნილი ვირუსი. ეს მოხდა ბუნებრივად და ცხოველიდან გადავიდა ადამიანზე. ეს პირველი შემთხვევა არ არის, მსგავსად მოხდა, თუნდაც 2002 და 2015 წლებში“, – განაცხადა შუბითიძემ.

Share